ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯინ შაჰინი - კანონპროექტი სანქციებს დაუწესებს მათ, ვინც ამ სწრაფ პოლიტიკურ ცვლილებაზე პასუხისმგებელია, ხოლო ქართველი ხალხისადმი, სამოქალაქო საზოგადოებისადმი და დემოკრატიისადმი ჩვენს ერთგულებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს

ჩემი კანონპროექტი საქართველოში სანქციებს დაუწესებს მათ, ვინც ამ სწრაფ პოლიტიკურ ცვლილებაზე პასუხისმგებელია და შეერთებული შტატების დახმარებას გადააფასებს, - ამის შესახებ აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
„უცხოური აგენტების კანონპროექტის მიღება საქართველოში ძალიან შემაშფოთებელია.
ჩემი კანონპროექტი საქართველოში სანქციებს დაუწესებს მათ, ვინც ამ სწრაფ პოლიტიკურ ცვლილებაზე პასუხისმგებელია და შეერთებული შტატების დახმარებას გადააფასებს, ხოლო ამავდროულად ქართველი ხალხისადმი, სამოქალაქო საზოგადოებისადმი და დემოკრატიისადმი ჩვენს ერთგულებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს,” - წერს შაჰინი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.