ჯინ შაჰინი - გვაღელვებს და გვაშფოთებს მომდევნო არჩევნები, გვსურს, ვიხილოთ, რომ ის იყოს თავისუფალი და სამართლიანი
გვაღელვებს და გვაშფოთებს მომდევნო არჩევნები, გვსურს, ვიხილოთ, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, - ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა მედიასთან პრესკონფერნეციაზე განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს ინტრესი, რომ ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ.
„ეს საკითხი წამოვწიეთ პრემიერ-მინისტრთან. ჩვენი ინტერესია, რომ ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ, ისევე როგორც შესაძლებლობა მიეცეთ ადგილობრივ დამკვირვებლებს, ვინც უზრუნველყოფს, რომ არჩევნები სათანადოდ ჩატარდეს. ეს საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს, რომ შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა”, - განაცხად სენატორმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.