ჯინ შაჰინი – გავაგრძელებ ქართველი ხალხის გვერდით დგომას

გავაგრძელებ ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რადგან ისინი მოითხოვენ, რომ მთავრობამ წარმოადგინოს მათი ნება და ევროატლანტიკური მისწრაფებები, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ქართველმა ხალხმა არაერთხელ უარყო ავტოკრატია, მართავენ რა საპროტესტო აქციებს საქართველოს ქუჩებში თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის. გავაგრძელებ ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რადგან ისინი მოითხოვენ, რომ მთავრობამ წარმოადგინოს მათი ნება და ევროატლანტიკური მისწრაფებები“, – წერს ამერიკელი სენატორი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში