ჯიმ რიში – შეშფოთებული ვარ „უცხოური აგენტების” კანონით, რომლის მიღებაც როგორც ჩანს, ივანიშვილსა და “ქართული ოცნების” პარტიას გადაწყვეტილი აქვთ

-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი ჯიმ რიში აცხადებს, რომ “შეშფოთებულია უცხოური აგენტების კანონით“.
მისი თქმით, როგორც ჩანს „ქართულ ოცნებას“ კანონის მიღება გადაწყვეტილი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ის ევროპული ინტეგრაციას აშორებს.
“შეშფოთებული ვარ უცხოური აგენტების კანონით, რომელიც, როგორც ჩანს, ივანიშვილსა და მის “ქართული ოცნების” პარტიას გადაწყვეტილი აქვთ მიიღონ, მიუხედავად იმისა, რომ ის მათ ევროპული ინტეგრაციისგან აშორებს. არასამთავრობო ორგანიზაციებს მშვიდობიანად მუშაობის საშუალება უნდა ჰქონდეთ, მთავრობის ჩარევის გარეშე, რომელსაც მათი საქმიანობა არ მოსწონს”, – წერს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი ჯიმ რიში.

ასევე დაგაინტერესებთ