არქივი4 ოქტომბერი, 2024, 20:36
ჯიმ ო’ბრაიენი: „შეშფოთებული ვარ კანონის მიღებით, რომელიც საქართველოს ევროპისგან აშორებს“

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე და უწყებაში სანქციათა კოორდინატორი ჯიმ ო’ბრაიენი ეხმაურება პარლამენტის მიერ ანტი-ლგბტ და ცენზურის კანონის მიღებას.
ამერიკელი დიპლომატი ამბობს, რომ „შეშფოთებულია კანონმდებლობის მიღებით, რომელიც ზღუდავს თავიუფლებას და საქართველოს ევროპისგან დაშორების რისკის ქვეშ აყენებს“.
„აშშ ყოველთვის გამოექომაგება ადამიანის და ფუნდამენტური უფლებების დაცვას“, – წერს იგი.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.