არქივი10 აპრილი, 2024, 06:10
ჯიმ ო'ბრაიენი - შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში არსებული საკანონმდებლო ინიციატივებით, რომლებიც ქვეყნის ევროპისგან ჩამოშორების საფრთხეს ქმნის
შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში არსებული საკანონმდებლო ინიციატივებით, რომლებიც საქართველოს ევროპისგან ჩამოშორების საფრთხეს ქმნის, - ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ო'ბრაიენი საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს.
„შეერთებული შტატები ყოველთვის აიმაღლებს ხმას ადამიანის უფლებების დასაცავად ყველასთვის, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ჩათვლით“, - წერს ჯიმ ო'ბრაიენი სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.