ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯიმ ობრაიენი - ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის ქართულ კანონპროექტს - ჩვენ ამას ვგმობთ!

ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის ქართულ კანონპროექტს, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, ქვეყანა, რომელიც ისწრაფვის დასავლეთისკენ, უნდა ჩაატაროს სრული და დამოუკიდებელი გამოძიება.
„ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის ქართულ კანონპროექტს. ჩვენ ამას ვგმობთ. ქვეყანა, რომელიც გეგმავს ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური ორგანიზაციებისკენ სვლას ჩაატარებს სრულ, დამოუკიდებელ და დროულ გამოძიებას“, - განაცხადა ჯიმ ობრაიენმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯიმ ობრაიენი საქართველოსა და მონტენეგროს 14-17 მაისს ეწვევა.
მათივე განმარტებით, საქართველოში ის ხელისუფლების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორს შეხვდება, რა დროსაც გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს სურვილის მიმართ ჰქონდეს მშვიდობიანი, კეთილდღეობის მქონე, დაცული ევროატლანტიკური მომავალი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.