„ჯივიპი“ რუსთავში, ხრამის სათავე ნაგებობაზე სარეაბილიტაციო სამუშოებს ატარებს

14 ნოემბერს 15:00 საათიდან რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს და ქალაქ გარდაბანს წყალმომარაგება 24 საათის განმავლობაში შეუწყდება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
„ხვალ, 14 ნოემბერს, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ხრამის სათავე ნაგებობაზე სარეაბილიტაციო სამუშოებს განახორციელებს.
სამუშოები ხრამის სათავე ნაგებობის მეორე აწევის სატუმბო სადგურზე ჩატარდება, რომელიც ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების ერთ-ერთი ძირითადი ობიექტია. რეაბილიტაციის ფარგლებში სატუმბო სადგურში განახლდება მაგისტრალური მილსადენები და მოეწყობა 13 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, რაც სატუმბო სადგურის ექსპლუატაციის ხანგრძლივობას და სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.
ხრამის სათავე ნაგებობის სრული სარეაბილიტაციო პროექტის ჯამური ინვესტიცია 8.6 მლნ ლარია.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხვალ, 14 ნოემბერს დაიწყებენ და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ, 14 ნოემბერს დღის 15:00 საათიდან 15 ნოემბრის დღის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ქალაქ გარდაბანს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის. ცისტერნების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: www.gwp.ge
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 0341 22 00 11 და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ

ლევან ბეჟაშვილი – ადეკვატურობიდან გამომდინარე, მოინახება ფორმები, სადაც ავატარი იქნება თუ სხვა ციფრული ტექნოლოგია, გამოყენებული იქნება, რათა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებასთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლოს – ამ თემიდან სკანდალი არ გამოვა