ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჯივიპი“ მოხუცებულთა და ბავშვთა სახლების მხარდაჭერას აგრძელებს

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სპეციალური საჭიროების დაწესებულებებთან თანამშრომლობას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცლებს.
მათი ცნობით, სოციალურ სახლებთან თანამშრომლობის შედეგად, აღნიშნული ორგანიზაციების ბენეფიციარი ასობით ბავშვი და მოხუცებული კომპანიის სერვისით ისარგებლებს.
„ჯივიპი“ მოხუცებულთა და ბავშვთა სახლებს უკვე წლებია წყლის გადასახადს უფარავს. მიმდინარე წელს კომპანიამ 13 სოციალურ სახლთან მემორანდუმი გააფორმა, თანამშრომლობის შედეგად აღნიშნული ორგანიზაციების ბენეფიციარი ასობით ბავშვი და მოხუცებული კომპანიის სერვისით ისარგებლებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანს მაღალი ხარისხის სასმელ წყალზე ხელი მიუწვდებოდეს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მოხუცებულთა და ბავშვთა სახლების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.