ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჯივიპი“ ლილოს დასახლებაში ნამორაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ლილოს დასახლებაში, ზურაბ ნამორაძის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.
კომპანიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, 800 მეტრი სიგრძის მოძველებული მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები ახლით იცვლება.
„წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე დამონტაჟდება 27 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და მოეწყობა 4 სახანძრო ჰიდრანტი.
სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარე წლის იანვრის თვეში დაიწყო და მარტში დასრულდება, რაშიც კომპანია ჯამში 400 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.
პროექტის შედეგად, ლილოს დასახლებაში, ზურაბ ნამორაძისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას წყალმომარაგება და მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.
წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება „ჯივიპის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურ რეჟიმში განახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.