ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჯივიპი“ გახოკიძის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშოებს ჩაატარებს

„ჯივიპი“ გახოკიძის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშოებს ჩაატარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და მნიშვნელოვან პროექტს - გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად ახორციელებს.
„ჯივიპის“ ცნობით, სამუშაოების მიმდინარე ეტაპზე უკვე განახლდა 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და 700 მეტრი სიგრძის წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, მოეწყო 60 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და დამონტაჟდა 7 სახანძრო ჰიდრანტი.
„ახლად მოწყობილი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით ჯივიპი გადაერთებით სამუშაოებს დღეს, 26 სექტემბერს დილის 10:00 საათზე დაიწყებს და მთელი დღის განმავლობაში 15 სხვადასხვა ლოკაციაზე აქტიურ რეჟიმში შეასრულებს.
აღნიშნულთან დაკავშრებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა რის გამოც დღეს, 26 სექტემბერს დილის 10:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში: გახოკიძის, ხომლელის, მაისურაძის, აბაშვილის, ფანასკერტელ-ციციშვილის, თრიალეთის, მაისურაძის და ბრილების ქუჩებს. ვარკეთილის ზემო პლატოს, ჯავახეთის მე-2 შესახვევს, აეროდრომის, კალოუბნისა და თვალჭრელიძის ქუჩების ნაწილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge „,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.