“ჯივიპის გელა”; “სუნიანი ქალაქი”; “კახიმ ჩაიცვა ბოტები უკვე?” – რატომ არ კონტროლდებოდა ქვეყნის სტრატეგიული ობიექტი?
“ჯივიპის გელა”; “სუნიანი ქალაქი”; “კახიმ ჩაიცვა ბოტები უკვე?” – რატომ არ კონტროლდებოდა ქვეყნის სტრატეგიული ობიექტი?
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი • Georgian Water and Power–ის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მესამე პირის მიერ წყალსადენის მილებზე დაყრილმა მიწამ გამოიწვია, თურმე, წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთის დეფორმირება და გადაბმის ადგილების ერთმანეთისგან დაშორება, მოქალაქეები ეხმაურებიან და კომპანიისგანაც და თბილისის მერიისგანაც პასუხს ითხოვენ, თუ მართლაც ესაა მიზეზი, როგორ ვერ შეამჩნიეს აქამდე, ან კამერებით კონტროლი არ არსებობს, ან ზედამხედველობის სამსახური, ან ყარაული მაინც არ ჰყავთ?
აქვე გეტყვით იმასაც, რომ კომპანიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მუშაობა რთულია, მაინც მოახერხეს და დაადგინეს მიზეზი მილსადენების დაზიანების, თუმცა, კომპანია არ აკონკრეტებს, მოიწვიეს და ჩატარდა, თუ არა, ალტერნატიული ექსპერტიზა, და თუ ჩატარდა მსგავსი ექსპერტიზა, ჩატარდა, თუ არა, დაუყოვნებლივ, თუ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჯერ კომპანიის თანამშრომლები იყვნენ ადგილზე? თუ არ ჩატარებულა ექსპერტიზა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს და ვინ დაადგინა, რომ კონკრეტულად, მესამე პირის მიერ მიწის დაყრამ დააზიანა მილების გადაბმის ადგილები და ნამდვილად სათანადოდ იყო გადაბმული თავდაპირველად?
მოქალაქეების კომენტარები:
ანუ, ამხელა კომპანია,სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობით, აცხადებს,რომ არანაირი გამაფრთხილებელი ნიშანი არ გვქონდა, არანაირ მონიტორინგს არ ვახორციელებდით, ხელოვნური მთა დაადგეს წყლის მილებს და ეს ყველაფერი მესამე პირების ბრალიაო. თითქოს ინდულგენციაა ეს ყველაფერი მათთვის, თითქოს იმის ბრალი არ იყოს, რომ ჯივიპი ჩაფლულია კორუფციაში და არ ახორციელებს არანაირ მონიტორინგს წყლის მილებზე. მით უმეტეს, ეს ამხელა მიწის მასა 1 დღეში ვერ მოგროვდებოდა იქ და დროში განგრძობადი პროცესი იყო, იმის მანიშნებელია,რომ ათასში ერთხელაც არ ატარებენ მონიტორინგს. შედეგად, 40 გრადუსადმე სიცხეში, ხალხი არის წყლის გარეშე. არც სახელმწიფო კონტროლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებზე და არც მონიტორინგი იმაზე, თუ ვინ სად ყრის ნაგავს და სად უქმნის საფრთხეს ამა თუ იმ სტრატეგიულ ობიექტებს. უკარგესი ქვეყანაა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.