ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ჯვაროსნების" მეტოქემ სახლში ჩრდ. მაკედონიას კურიოზული პენალტით ძლივს მოუგო

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, ჩეხეთმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონია 2:1 დაამარცხა.
მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და მე-60 წუთზე შიკმა პენალტით დააწინაურა, თუმცა მალე ალიმიმ ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში ჩეხები ბევრს უტევდნენ, გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ და სრულიად შემთხვევით მოახერხეს გამარჯვების მოპოვება - ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ ხიტილი საჯარიმოს კიდესთან უნებურად ველკოვსკიმ წააქცია და თერთმეტმეტრიანი ბარაკმა ზუსტად შეასრულა. უნდა აღინიშნოს, ჰაშეკის გუნდს რაიმე განსაკუთრებული ფეხბურთი არ უჩვენებია.
საქართველოს ევროვნული გუნდი ჩეხეთს ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, 22 ივნისს ჰამბურგში დაუპირისპირდება.
ჩეხეთი - ჩრდ. მაკედონია 2:1
გოლები: 1:0 შიკი (60, პენ), 1:1 ალიმი (65), 2:1 ბარაკი (90+8, პენ)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.