ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ფიფას რეიტინგში ერთი საფეხურით წინ წაიწია და 67-ე ადგილს იკავებს. საქართველო ერთი საფეხურით უსწრებს ალბანეთს და ერთი საფეხბურით ჩამორჩება ჰონდურასის ეროვნულ გუნდს.
ბოლო 5 წელიწადში ჩვენი საუკეთესო შედეგი რეიტინგში 66-ე ადგილი გახლდათ, რომელიც 2024 წლის ივლისში, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გვეკავა. ისტორიულად კი საუკეთესო პოზიცია 1998 წლის სექტემბერში გვქონდა, როდესაც ჩვენი ეროვნული ნაკრები 42-ე პოზიციაზე იმყოფებოდა.
ახლა კი ცვლილებები დანარჩენ რეიტინგში:
გერმანიამ და ხორვატიამ იტალია ათეულიდან „გააძევეს“. ერთა ლიგის მოგების შემდეგ კი პორტუგალიამ ნიდერლანდებს ერთი საფეხურით გაასწრო, მაგრამ ხუთეულში ჯერ ვერ დაბრუნდა... ყველაზე დიდი პროგრესი კოსტა რიკამ შემოგვთავაზა, რომელიც მე-40 ადგილზე მთელი 14 ადგილის დაშორებიდან „გადახტა“. რაც შეეხება ყველაზე დიდი რეგრესს, ამის ავტორი იამაიკაა, რომელიც სარეიტინგო ცხრილში 7 საფეხურით დაქვეითდა და 70-ე პოზიციას იკავებს.
ესეც საუკეთესო ათი საფეხბურთო ნაკრები ფიფას რეიტინგის მიხედვით:
1. არგენტინა - 1885.36
2. ესპანეთი - 1867.09
3. საფრანგეთი - 1862.03
4. ინგლისი - 1813.32
5. ბრაზილია - 1777.69
6. პორტუგალია - 1770.53
7. ნიდერლანდები - 1758.18
8. ბელგია - 1736.38
9. გერმანია - 1716.98
10. ხორვატია - 1707.51
ფოტო: Nakrebi.ge
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა ცოტნე ლომსაძემ
· პეტუხი კრიშტიანუ რა უსაშველო გახდა 50-ეულში მუდმივად ყოფნა?
"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
"პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - ვილი სანიოლი
ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.