ჯეფრი საქსი – საქართველოში ადგილი აქვს რეჟიმის შეცვლის მცირე ტიპურ მანევრს, ამაში აშშ-ის ხელი აბსოლუტურად ნათელია

სამხრეთ კავკასიის რეგიონში, საქართველოში ადგილი აქვს რეჟიმის შეცვლის მცირე ტიპურ მანევრს, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარეობს, – ამის შესახებ ამერიკელმა პროფესორმა, საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსმა ჯეფრი საქსმა ამერიკელ ჟურნალისტთან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, აშკარაა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებში ამერიკის ხელი ურევია.
„ადგილი აქვს რეჟიმის შეცვლის მცირე ტიპურ მანევრს, ეს არ გამოვა, მაგრამ მიზანი რეგიონის დესტაბილიზაცია იყო. ამაში აშშ-ის ხელი აბსოლუტურად ნათელია“, – აღნიშნა ჯეფრი საქსმა.
მან რუმინეთში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „კიდევ ერთი უცნაური ეპიზოდი ვიხილეთ რუმინეთში. სადაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა და წამყვანი კანდიდატი აცხადებდა: „უნდა დავასრულოთ ომი უკრაინასთან“ და რუმინეთის უზენაესმა სასამართლომ არჩევნები გააუქმა რუსეთის ჩარევის ბრალდებით და კანდიდატმა, რომელიც მშვიდობისკენ მოუწოდებდა, არჩევნებში გამარჯვება ვერ შეძლო“, – აღნიშნა ჯეფრი საქსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, როგორც იქნა მოხდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში პრეზიდენტის ინსტიტუციის მოქცევა. როგორც მოგეხსნებათ, ჩემმა წინამორბედმა განსხვავებული გზა აირჩია