„ჯერ სად ხართ. მალე მდინარაძე კალკულატორით და ავტომატით ივლის ბაზრებში და ბუტკებში“ – ნინო ჯანგირაშვილი

„ჯერ სად ხართ. მალე მდინარაძე კალკულატორით და ავტომატით ივლის ბაზრებში და ბუტკებში“ – ნინო ჯანგირაშვილი
ჟურნალისტი, „კავკასიის“ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
„საცოდაობაა კობახიძის ყურება, როგორ ეჭიდება ეკონომიკას. არადა საერთოდ გაგებაში არ არის ეკონომიკა და ბიზნესი რა არის. დარწმუნებული ვარ, მოგების მარჟა რა არის ისიც ახლახანს გაიგო. თუმცა, ეკონომიკა ყველაზე მეტად ტკივა, იმიტომ რომ ზუსტად იცის, იზოლირებულ რუსულ რეჟიმს სწორედ ეკონომიკა მოუღებს ბოლოს. ორი საკითხი, რითაც საქართველოს მოქალაქეები დააბოლეს, როცა რუსეთისკენ ოფიციალურად წავიდნენ, იყო მშვიდობა და ეკონომიკა. ვითომ რუსეთთან ჩახუტება ეკონომიკისთვის გვჭირდებოდა და გავმდიდრდებოდით ყველა. რა თქმა უნდა, დავრჩით ისევ ღატაკები. ახლა შედეგებს იმკიან, და კიდევ უფრო მეტად მოიმკიან, იმიტომ რომ ასეთ რეჟიმებში ეკონომიკა კვდება, თუ რა თქმა უნდა, ნავთობზე და გაზზე არ ხარ შემჯდარი. ხოდა, ჯერ სად ხართ. მალე მდინარაძე კალკულატორით და ავტომატით ივლის ბაზრებში და ბუტკებში.“

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა