ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯერ არ დაგვისანქცირებია კონკრეტული პირები, მაგრამ ამაზე არ ვიყოყმანებთ — მილერი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა დღეს, 3 ივნისს, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე კითხვას უპასუხა რუსული კანონის გამო ქართული ოცნების“ წევრთა სანქცირებაზე.
მილერს ჰკითხეს, ხომ არ არის თბილისის მერი კახა კალაძე შეყვანილი შეცდომაში, როცა ამბობს, რომ არაფერი გაუკეთებიათ ისეთი, რის გამოც დასანქცირდებიან.
„ჩვენ განვაცხადეთ სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი ახალი მიდგომის შესახებ. ჩვენ ჯერ არ გამოგვიცხადებია სანქციები კონკრეტული პირების წინააღმდეგ და ამაზე მეტს ვერ ვიტყვი, თუმცა ჩვენ არ ვიყოყმანებთ მათ სანქცირებაზე“, — თქვა მილერმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა სახელმწიფო დეპარტამენტის უფრო ადრინდელი განცხადებები, რომლის მიხედვითაც, აშშ მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია ქვეყნის განვითარების დასავლურ, დემოკრატიულ კურსს, რის საპასუხოდან აშშ დაასანქცირებს ამ პროცესის მონაწილე პირებსა და მათ ოჯახებს. მილერის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები გამოიწვევს აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების გადახედვას, მათ შორის, ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით, ასევე, სავიზო სანქციებს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.