ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჯერ აკანონებენ და შემდეგ იცავენ უკანონობას“ - ზურაბ ბალანჩივაძე, რომელმაც ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო იმედი დატოვა

„ჯერ აკანონებენ და შემდეგ იცავენ უკანონობას“ - ზურაბ ბალანჩივაძე, რომელმაც ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო იმედი დატოვა
თითქმის ერთი კვირის წინ ტელეკომპანია "იმედი" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და რუსული კანონის პროტესტის ნიშნად ზურაბ ბალანჩივაძემ, ნათია ორველაშვილმა და ეკატერინე ამირეჯიბმა დატოვეს.

ზურაბ ბალანჩივაძე განცხადებას ავრცელებს:

„როგორ ამოვიცნოთ ქვეყანაში ავტორიტარიზმის ნიშნები? პირველი და უმთავრესი – ავ­ტოკ­რა­ტია ყო­ველ­თვის ცდი­ლობს, ჰგავ­დეს დე­მოკ­რა­ტი­ას, ანუ იქ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ყვე­ლა ის ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც სახელმწიფოს დემოკრატიული მოწყობის შემთხვევაში გხვდება: სა­სა­მარ­თლო, პარ­ლა­მენ­ტი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ა.შ.

ავ­ტოკ­რა­ტი­ის კი­დევ ერთი და მთა­ვა­რი მა­ნიშ­ნე­ბე­ლი არის ის, რომ მმარ­თვე­ლი ელი­ტა იქ­ნე­ბა თუ ლი­დე­რი, იწყებს ასეთი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბას: „ჩვენ გვებ­რძვი­ან გა­რე­დან, ჩვენს ღირ­სე­ბას ურტყა­მენ“ – ეს ნა­რა­ტი­ვი მე­ორ­დე­ბა ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, სხვა­დას­ხვა დო­ზით, სხვა­დას­ხვა დროს და სხვა­დას­ხვა ინ­ტენ­სი­ვო­ბით.

დღეს, მა­გა­ლი­თად, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­დან ამას ამ­ბობს ვიქ­ტორ ორ­ბა­ნი, რომ უნ­გრეთს ებ­რძვი­ან და ა.შ.

აქვე, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კი­დევ წარ­სუ­ლის რო­მან­ტი­ზე­ბა და წარ­სულ­ზე გა­მო­ტი­რე­ბა, რომ „აი, ოდეს­ღაც ძა­ლი­ან მაგ­რე­ბი ვი­ყა­ვით, შემ­დეგ ის­ტო­რია უსა­მარ­თლოდ მოგ­ვექ­ცა და ის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უსა­მარ­თლოდ მოგ­ვექ­ცნენ, ვერ იქ­ნე­ბი­ან ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი“ – და­ახ­ლო­ე­ბით მსგავ­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

დასავლური ქვეყნებიდან კი­დევ ერთ-ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ინ­სტრუ­მენ­ტია ხოლ­მე რე­ლი­გი­ის გამოყენება, „რომ ყვე­ლა ებ­რძვის მათ რე­ლი­გი­ას და მათ რე­ლი­გი­ურ გრძნო­ბებს“, რაშიც ძი­რი­თა­დად იგუ­ლის­ხმე­ბა ხოლ­მე მხო­ლოდ ერთი რე­ლი­გია და არა ყვე­ლა რე­ლი­გია, რო­მე­ლიც იმ ქვე­ყა­ნა­ში არის თავ­მოყ­რი­ლი.

ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორ მუ­შა­ო­ბს სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რე­ბი, რამ­დე­ნად შე­უძ­ლი­ათ მათ და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, ეს ძა­ლი­ან ხში­რად მე­ტყვე­ლებს ხოლ­მე ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­ის ხა­რისხზე.

და რაც მთა­ვა­რია, ავ­ტო­რი­ტა­რულ რე­ჟი­მებს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში უყ­ვართ კა­ნო­ნე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა, ოღონდ იმ კა­ნო­ნე­ბი­ს, რომ­ლებ­საც თვითონ იღე­ბენ და შემ­დეგ ამ კა­ნო­ნე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბენ, რომ ისი­ნი არა­ფერს ცუდს არ აკე­თე­ბენ, უბ­რა­ლოდ იცა­ვენ კა­ნონს, მაგ­რამ რამ­დე­ნად კა­ნო­ნი­ე­რია თვი­თონ ეს კა­ნო­ნი, ეგ არის სწო­რედ აქ პრობ­ლე­მა“

ნახეთ ვიდეო:

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.