ჯერემი როზნერი არის ადამიანი, რომელიც დღეს სჭირდება ქართულ პოლიტიკას - ირაკლი კუპრაძე
როგორ გახდა "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტი "ლელოს" პიარ-კონსულტანტი - თბილისში მყოფ ჯერემი როზნერთან ხაზარაძის პარტიის თანამშრომლობა, მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა.
მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კონსულტანტი ოპოზიციურ პარტიაში "ნაციონალური მოძრაობის" დასავლელი ლობისტების ჯგუფმა მიავლინა.
"ლელოში" აცხადებენ, რომ ჯერემი როზნერი არის ადამიანი, რომელიც დღეს სჭირდება ქართულ პოლიტიკას:
"ლელო" თანამშრომლობს მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ამერიკულ კომპანიასთან. ეს არის საკონსულტაციო კომპანია, რომლის ერთ-ერთი სპეციალისტი არის ჯერემი როზნერი. ეს არის ადამიანი, რომელიც დღეს სჭირდება ქართულ პოლიტიკას,"- აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.
მმართველი გუნდის განცხადებით, ეს არის დასტური, რომ "ლელო" "ნაციონალური მოძრაობის" შემადგენელი ნაწილია და მათ ერთიანი გეგმები აქვთ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.