ჯეი დი ვენსი – გრენლანდიაში სამხედრო ძალის გამოყენება საჭირო არ იქნება

გრენლანდიაში სამხედრო ძალის გამოყენება საჭირო არ იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა პარასკევს, 28 მარტს, მეუღლესთან, უშა ვენსთან ერთად გრენლანდიაში ვიზიტისას განაცხადა.
„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ სამხედრო ძალა ოდესმე საჭირო იქნება. ვფიქრობთ, მოხდება ის, რომ თვითგამორკვევის გზით გრენლანდიელები დანიისგან დამოუკიდებლობას აირჩევენ, შემდეგ კი ჩვენ გრენლანდიელ ხალხთან საუბარს დავიწყებთ“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პიტუფიკის კოსმოსურ ბაზაზე ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ დანია გრენლანდიის უსაფრთხოებისთვის „საკმარისს არ აკეთებს“.
„ვიმედოვნებთ, რომ ისინი აშშ-თან პარტნიორობას აირჩევენ, რადგან ჩვენ დედამიწაზე ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც მომავალში მათ სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას პატივს სცემს“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე