ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯეი დი ვენსის განცხადებით, სამი წლის ქალიშვილთან ერთად სეირნობის დროს უკრაინის მხარდამჭერი მომიტინგეები დაუპირისპირდნენ

ჯეი დი ვენსის განცხადებით, სამი წლის ქალიშვილთან ერთად სეირნობის დროს უკრაინის მხარდამჭერი მომიტინგეები დაუპირისპირდნენ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, მას „სლავა უკრაინის“ მომიტინგეების ჯგუფი, დაუპირისპირდა, როდესაც სამი წლის ქალიშვილთან ერთად სეირნობდა.
„დღეს, როცა ჩემი სამი წლის ქალიშვილთან ერთად ვსეირნობდი, „სლავა უკრაინის“ მომიტინგეების ჯგუფი დაგვედევნა და ყვიროდა, ჩემი ქალიშვილი სულ უფრო ღელავდა და ეშინოდა“, - დაწერა ვენსმა X-ზე.
მისი თქმით, სიტუაციის განსამუხტად მომიტინგეებს გაესაუბრა და საუბარი, ძირითადად, თავაზიანი იყო.
„ეს, ძირითადად, თავაზიანი საუბარი იყო, მაგრამ თუ პოლიტიკური პროტესტის ფარგლებში სამი წლის ბავშვს მისდევ, ნაგავი ადამიანი ხარ“, - წერს ვენსი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.