ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯეიმს ო'ბრაიენი - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ევროკავშირისკენ გზა პარტნიორებთან, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით გააგრძელოს

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროკავშირისკენ გზა პარტნიორებთან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თანამშრომლობით გააგრძელოს, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯეიმს ო'ბრაიენი აცხადებს.
„ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. მათ ნათლად განაცხადეს, რომ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მხარს უჭერენ. ჩვენ საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროკავშირისკენ გზა პარტნიორებთან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თანამშრომლობით გააგრძელოს“, - წერს ჯეიმს ო'ბრაიენი X-ზე და აღნიშნავს, რომ ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტს, ანი ჩხიკვაძეს ესაუბრა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.