ჯეიკ სალივანი: უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა არ განიხილება

შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა არ განიხილება.
ABC-ის ეთერში მისთვის დასმულ შეკითხვას სალივანმა უპასუხა: „არა, ეს არ განიხილება. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის ის, რომ ვზრდით უკრაინაში სხვადასხვა სახის კონვენციური იარაღის გადასროლას, რათა მათ ეფექტიანად შეძლონ თავის დაცვა და რუსეთის ტერიტორიაზე ომის გადატანა, მაგრამ ბირთვულს არ ვაძლევთ.“
კატეგორიულად უარყოფს ბირთვული იარაღის მოპოვების სურვილს, ექსპერტები კი სკეპტიკურად აფასებენ უკრაინის უნარს, მოკლე ვადებში მოახერხოს მისი შექმნა, რომც ჰქონდეს უკრაინას ასეთი სურვილი. მიუხედავად ამისა, ეს შესაძლებლობა მედიაში საკმად ფართოდ განიხილება უკანასკნელ დღეებში. გასულ კვირაში ამის შესახებ განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც. „ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, თქვა მან და აღნიშნა, რომ ამისთვის აამოქმედებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, „მართლაც ყველას“, დასძინა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს