ჯეიკ სალივანი – მივესალმებით ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებას – მივესალმებით საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროგრესს

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას მიესალმება.
„მივესალმებით ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებას უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე, რაც გადამწყვეტი ნაბიჯია მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების შესრულებაში. ჩვენ ასევე მივესალმებით საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროგრესს და განვაგრძობთ დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირის მისწრაფებების მხარდაჭერას“,- წერს სალივანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გუშინ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება