ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯაღმაიძე არ გამორიცხავს ეკლესიამ კიდევ ითხოვოს პატიმრების შეწყალება - Netgazeti

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ საპატრიარქო გააგრძელებს ხელისუფლებისთვის პატიმრების შეწყალების თხოვნას.საუბარია სინდისის პატიმრებზე, რომლებიც საპროტესტო აქციებზე დააკავეს.„არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბრები. ახლა უბრალოდ გესმით, რომ ასეთი დღეებია — წინ გვაქვს სინოდი და გაფართოებული კრება ჩასატარებელი, ამიტომ ძალიან დიდი რესურსი მიაქვს ამისთვის მზადებას. ასე რომ, ახლა ზუსტად ვერ გეტყვით. ეს ხალხი ხომ ჩვენი თანამოქალაქეები არიან. ბევრი მათგანის ოჯახი მრევლია, ურთიერთობა გვაქვს. უბრალოდ, ჩვეულებრივი ადამიანური ამბავია, რომ მათ გამოვესარჩლოთ როგორღაც“, — განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.კითხვაზე, რომ სამჯერ არ მოისმინა ხელისუფლებამ საპატრიარქოს თხოვნა, ისევ აპირებენ თუ არა საკითხის დაყენებას, ჯაღმაიძემ უპასუხა:„შვიდგზის სამოცდაათჯერ შეიძლება, ერთი და იგივე რამეზე ვითხოვოთ და ეგებ, თუ ვითხოვთ, გამოვიდეს კიდეც“.დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძემ მიმდინარე წლის იანვარში თქვა, რომ სამჯერ დააყენეს [პოლიტიკური] პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხი, თუმცა ამ საკითხს მსვლელობა არ მიეცა.სამჯერ დავაყენეთ [პოლიტიკური] პატიმრების გათავისუფლების საკითხი, არ მიეცა მსვლელობა- ანდრია ჯაღმაიძე

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.