ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯაფარიძე: პარასკევს ორ სხვადასხვა მოსამართლესთან ერთდროულად მიბარებენ

„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ სასამართლოში ერთდროულად ორ პროცესზე იბარებენ.
საუბარია ანტიკორუფციული ბიუროს მიერ პარტიის წინააღმდეგ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სასამართლო განხილვებზე, რომლებიც ერთსა და იმავე დღეს 13:00 საათზე ორ სხვადასხვა მოსამართლესთან დაინიშნა.
პარტიაში აცხადებენ, რომ ანტიკორუფციული ბიურო მათ ბორის ყურუას საერთაშორისო კონფერენციაზე მივლინების ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაციის არმიწოდებას ედავება.
„კორუფციასთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ე.წ. ანტიკორუფციული სააგენტო, რეალურად ჩამოყალიბდა ოპოზიციური პარტიების სადამსჯელო ორგანოდ. მაშინ როდესაც დღემდე არავინ იძლევა პასუხს საიდან აქვს ღარიბაშვილს ათობით ათას დოლარიანი საათები, საიდან ჩუქნიდა” მას მამამისი ასობით ათას ლარს ყოველ წელს, საიდან „უქირავა“ მამამ სამთავრობო თვითმფრინავი, საიდან იშოვეს მილიონები ფარცხალაძემ და ოცნების სხვა სახეებმა, და ა.შ.
ეს ე.წ. ანტიკორუფციული სააგენტო დარბის ჩვენს „ფეისბუკ“ გვერდებზე და იქ დადებული ფოტოების საფუძველზე ითხოვს ფინანსურ ინფორმაციას იმის თაობაზე თუ ვინ რა ფულით წავიდა თელავში ან ვინ დააფინანსა რომელიმე საერთაშორისო სემინარში მონაწილეობა. ჩვენ ამ მარაზმში მათთან თანამშრომლობას არ ვაპირებთ,“ — ამბობს ზურა ჯაფარიძე.
„გირჩი მეტ თავისუფლებაში“ აღნიშნავენ რომ ზურა როგორც პარტიის თავმჯდომარე თავად უნდა დაესწროს ორივე პროცესს, რომლებიც პარალელურ რეჟიმში გაიმართება.
„ნეტგაზეთი“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით ანტიკორუფციულ ბიუროსაც დაუკავშირდა. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.