ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

[ჯარიმის გარდა] სხვა რისკი არც ერთ ორგანიზაციას არ შეეხება - კობახიძე ე.წ. „რუსული კანონის“ აღსრულებაზე

გამჭვირვალობის შესახებ კანონით ძალიან რბილი ზომებია გათვალისწინებული; ერთადერთი ზომა არის 25 000 ლარიანი ჯარიმა, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აქ სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ჯარიმის გარდა სხვა რისკი არც ერთ ორგანიზაციას არ შეექმნება.
„არავითარი რისკი არც ერთ ორგანიზაციას არ შეექმნება. ვინც იმოქმედებს არაკეთილსინდისიერად და არ დაემორჩილება კანონს, მას დაეკისრება ძალიან მარტივად 25 000-ლარიანი ჯარიმა. შესაბამისად, აქ არავითარი სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს,“- აღნიშნა პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.