ჯაპანა-ლანჩხუთის გზაზე დღეს, 9 საათით, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 2024 წლის 11 ივნისის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის(ასაქცევი) საავტომობილო გზაზე და ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ15-კმ32 მონაკვეთის გავლით.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.