ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯანსუღ ჩარკვიანის მეუღლე გარდაიცვალა

13
ჯანსუღ ჩარკვიანის მეუღლე, ირმა ჩხეიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი შვილი, თაკო ჩარკვიანი ავრცელებს.
“დედა, მამას გარდაცვალების შემდეგ, სრულიად დაბრმავდა. წლების წინ გლაუკომის დიაგნოზი დაუდგინეს, თითქოს არ პროგრესირებდა დაავადება, თვითონ დადიოდა ჩვეულებრივად, მაგრამ ჯანუკის გარდაცვალების საღამოს, იმ დღესვე, მთლიანად დაკარგა მხედველობა. ანუ კი არ დაქვეითდა, არამედ სრულიად დაკარგა მხედველობა” – ამბობდა თაკო ჩარკვიანი.
პოეტი ჯანსულ ჩარკვიანი 2017 წლის ნოემბერში გარდაიცვალა.
თეგები: თაკო ჩარკვიანი

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.