ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველო მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადა

„გილოცავ, საქართველო. ამ მიღწევას უნდა ვუმადლოდეთ მდგრად ინვესტიციას, ჯანდაცვის მუშაკების, თავდადებულ და მიზანმიმართულ ძალისხმევას პრევენციისკენ, ადრეულ გამოვლენას და ეფექტურ გამკლავებას მალარიის ყველა შემთხვევასთან“ – საქართველოს, მალარიისაგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის სერტიფიკატის მინიჭება ჯანმოს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორმა ჰანს კლუგემ მიულოცა.
აღნიშნული სერტიფიცირება იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ დადასტურდება, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მალარიის გადაცემის ჯაჭვი გაწყვეტილია, სულ მცირე, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადება საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის მორიგი აღიარებაა. მისივე განცხადებით, ეს წარმატება ნიშნავს, რომ საქართველოს შესწევს უნარი, მნიშვნელოვან და სერიოზულ გამოწვევებს გაუმკლავდეს.
საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებას, ასევე, გამოეხმაურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. სილვიუ დომენტეს თქმით, ეს იყო უზარმაზარი ინვესტიცია და დიდი შრომა, მალარიის გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართულებით.
ქვეყნის ადგილობრივი მალარიისგან თავისუფლად აღიარებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სერტიფიცირების მისაღებად, საქართველომ, განაცხადი 2024 წლის აგვისტოში გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც