ჯანმრთელობის დაზღვევაში მიზიდული პრემია 58 მილიონი ლარით გაიზარდა – სტატისტიკა

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობაში სადაზღვევო კომპანიების მიერ მიზიდულმა სადაზღვევო პრემიამ 353.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 58 მილიონით მეტია.
მონაცემებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.
მისივე მონაცემებით, ქვეყანაში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 19% სარგებლობს. 30 სექტემბრის მაჩვენებლებით, საქართველოში 725,710 მოქმედი სამედიცინო დაზღვევის პოლისია, რაც თითქმის 53 ათასით აღემატება წინა წლის იგივე პერიოდის მონაცემებს.
სამედიცინო დაზღვევის სახეობაში მიზიდული პრემიის წილით, ბაზრის ლიდერია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 25%-იანი მაჩვენებლით. „იმედი ელი“ და „არდი“ 18-18%-ით არიან წარმოდგენილი, კი 9%-ით. მონაცემებს ჯანდაცვის პორტალი აქვეყნებს.