ჯანდაცვის სამინისტრო – 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციიდან, სამედიცინო დაწესებულებებში 44 ადამიანი გადაიყვანეს, საიდანაც 27 აქციის მონაწილეა, 1 მედიასაშუალების და 16 შსს-ს წარმომადგენელი

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, გადაიყვანეს 44 ადამიანი, საიდანაც 27 აქციის მონაწილეა, 1 მედიასაშუალების და 16 შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.
უწყების ცნობით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათმა ნაწილმა დატოვა სამედიცინო დაწესებულებები, ნაწილი კი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკაში რჩება.
„საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20 ბრიგადა. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს, მათ შორის მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია.
აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…