არქივი5 ოქტომბერი, 2025, 00:38
ჯანდაცვის სამინისტრო - თბილისში 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგად, დაშავებულია აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი - ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგად, დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
მათივე ცნობით, 30- მდე პირს ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება.
“ჰოსპიტალიზებულ დაშავებულებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
დაშავებულთა ნაწილს სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.