ჯანდაცვის სამინისტროში დიუშენის მქონე პაციენტების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

0
ჯანდაცვის სამინისტროში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას უწყების ხელმძღვანელი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სამომავლო გეგმებს.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, პრიორიტეტი პაციენტთა ინტერესების დაცვაა და თითოეული გადაწყვეტილებაც სწორედ ამის გათვალისწინებით იქნება მიღებული.
სამუშაო ჯგუფის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე დიუშენის დისტროფიის მქონე პაციენტების ეფექტური მართვისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზეც იმსჯელეს.
როგორც აღინიშნა, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, შეხვედრები გაგრძელდება“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი ტრამპის წერილზე – ამ ფაქტის არც დრამატიზება გვარგია და არც გაუბრალოება – თუ სტატუს-კვო შენარჩუნდა, არ არის გამორიცხული ურთიერთობის ნორმალიზება ტრამპის სტილში მოხდეს და არა იმდენად დემოკრატიული, არამედ სტაბილური პარტნიორი არჩიოს