ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მაიმუნის ყვავილი ახალი „კოვიდ-19“ არ არის და მისი კონტროლი შესაძლებელია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მაიმუნის ყვავილი ახალი „კოვიდ-19“ არ არის და მისი კონტროლი შესაძლებელია.
ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ გააკეთა.
მისივე თქმით, მაიმუნის ყვავილის გამო პანიკის პრევენცია და დაავადების გავრცელების შეჩერება ერთობლივი, დროული ძალისხმევით და ყველაზე დაუცველ რეგიონებში ვაქცინების მიწოდებითაა შესაძლებელი.
„ვაპირებთ თუ არა კარანტინის გამოცხადებას ევროპაში? გვაქვს თუ არა საქმე ახალ კოვიდთან? ამ კითხვებზე პასუხი ცალსახად არის – არა“, – განაცხადა კლუგემ.
თუმცა, მისივე თქმით, თუ გლობალური ზომები მიღებული არ იყო, ვირუსის გავრცელება გარდაუვალია.
ცნობისთვის, მაიმუნის ყვავილის აფეთქება რამდენიმე თვის წინ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოხდა, სადაც დაავადებას 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ივნისის ბოლოს დაავადება გავრცელებული იყო ბურუნდუში, კენიასა და რუანდაში.
აგვისტოში მაიმუნის ყვავილის ახალი შტამი დაფიქსირდა შვედეთშიც.
პირველი არხი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.