ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 50-მა 18 წლამდე პაციენტმა ისარგებლა

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით 50-მა 18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტმა ისარგებლა.
ამის შესახებ მან კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„2023 წელს დაწყებულია ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ბავშვებისთვის ხარისხიანი და მაღალტექნოლოგიური მომსახურებები იფარება ისრაელის, თურქეთისა და ესპანეთის პარტნიორ 6 კლინიკაში. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ისარგებლა ან მომსახურების პროცესშია, ჯამში, 50 პატარა პაციენტი“,- განაცხადა აზარაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.