ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯანდაცვის მინისტრი ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის მუშაობას გაეცნო

ჯანდაცვის მინისტრი ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნო. ასევე, დაათვალიერა ცენტრის ინფრასტრუქტურა და შენობა.
მინისტრი, სამედიცინო პერსონალსაც შეხვდა და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები მოისმინა. დაწესებულების გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ სარჯველაძეს, პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც ასახული იყო, თუ როგორ შეიცვალა ცენტრი, ბოლო ათწლეულის განმავლობაში.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთი საკვანძო სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც, სისტემის უზრუნველყოფისთვის, ბენეფიციარებს კრიტიკულად მნიშვნელოვან სერვისებს აწვდის. მიმდინარე საკითხებთან ერთად, მხარეებმა, სამომავლოდ, კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.