ჯანდაცვის მინისტრი: ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური ვირუსები ტრიალებს

მთავრობის სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ქვეყანაში გავრცელებულ ვირუსებს ეხებოდა. აზარაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოში ჩვეულებრივი სეზონური ვირუსები ტრიალებს.
„ჩვენ ჯერ კიდევ შემოდგომის დასაწყისში უზრუნველვყავით ის, რომ ქვეყანაში შემოვიტანეთ შესაბამისი გრიპის ვაქცინები, რამდენიმე კომპონენტიანი ვაქცინები იყო. სამინისტრო სხვადასხვა კამპანიით აქტიურად მოუწოდებდა მოსახლეობას, რომ გაეკეთებინათ შესაბამისი აცრები. დღეს რაც ხდება ქვეყანაში, ეს ჩვეულებრივი სეზონური ვირუსები ტრიალებს. არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ასეა. სეზონურად, გარკვეულ პიკურ მაჩვენებელს აღწევს იანვრის ბოლომდე, თუმცა არანაირი განგაშის საფუძველი აქ არ არის. ძირითადად, შეიძლება გამოხატული იყოს ბავშვებში ეს ვირუსი, თუმცა არაფერი განსაკუთრებული, ისეთი, რომ რაიმე პანიკის საფუძველი იყოს, ჩვენ ვერ ვხედავთ. ვაქცინაციას რაც შეეხება, ეს მარაგში დღესაც გვაქვს და ყველა მსურველს შეუძლია, ჩაიტაროს შესაბამისი ვაქცინაცია”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, კლინიკებში ნამდვილად არ არის ადგილების დეფიციტი.
„არც კლინიკები არ არის გადავსებული და არც არანაირი საშიშროება და საფრთხე ამ კუთხით არ არსებობს. არც შესაძლოა, რომ გადაივსოს. იგივე ვითარება იყო 2023 წლის იანვარში, 2022 წელს და ა.შ. სეზონური გრიპები ტრიალებს ქვეყანაში და განსაკუთრებული არაფერი ხდება”, – დაამატა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ