ჯანდაცვის მინისტრი – სასაცილო გახდა მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო უფლებებზე მოარული სიკვდილის ქრონიკები – სააკაშვილი მოიხდის სასჯელს ყველა სტანდარტის დაცვით

სასაცილო გახდა მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო უფლებებზე მოარული სიკვდილის ქრონიკები – მოიხდის სასჯელს ყველა სტანდარტის დაცვით,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, არავითარი მიზეზი არ არსებობს იმისთვის, რომ ვინმე დაეჭვდეს სააკაშვილის საპატიმრო უფლებების დაცვაზე.
„ითქვა, რომ ოროთახიანი ლუქსიდან, სამოთახიან ლუქსში გადაიყვანეს. სასაცილო გახდა უბრალოდ მის საპატიმრო უფლებებზე მოარული სიკვდილის ქრონიკები, რომელიც შემდეგ გაზვიადებული აღმოჩნდება. არავითარი მიზეზი არ არსებობს იმისთვის, რომ ვინმე დაეჭვდეს სააკაშვილის საპატიმრო უფლებების დაცვაზე, ამის საჭიროება არც აქამდე არსებობდა და არც ახლა არსებობს. ის მოიხდის სასჯელს ყველა სტანდარტის დაცვით, იმისგან განსხვავებით, როგორიც იყო მისი მმართველობის დროს“,- აღნიშნა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან