არქივი12 მარტი, 2024, 17:09
ჯანდაცვის მინისტრის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა
ირაკლი მხეიძემ და ილია ღუდუშაურმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტები დატოვეს – ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
თამარ გაბუნია კი, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, ისევ ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერმა კობახიძემ ჯანდაცვის ახალ მინისტრად გუშინ მიხეილ სარჯველაძე დანიშნა, დღეს კი ის თანამშრომლებს წარუდგინა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.