ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადა 60 დღიდან, შესაძლოა, 45 დღემდე შემცირდეს

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადა 60 დღიდან, შესაძლოა, 45 დღემდე შემცირდეს

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადა 60 დღიდან, შესაძლოა 45 დღემდე შემცირდეს.
„ჩვენი ვარაუდით, პირველ ეტაპზე, კალენდარულ თვე ნახევრამდე დაყვანადი იქნება - 45 დღემდე. შევეცდებით ეს ასე იყოს. უახლოეს დღეებში აღნიშნულთან დაკავშირებითაც მეტ დეტალს შეიტყობთ“,- აღნიშნა მინისტრმა.
ინფორმაციისთვის, პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდება. ამასთან, განმარტა, რომ ცვლილების შედეგად არსებითად გაიზრდება ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკების და სამედიცინო პერსონალის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ეფექტიანობა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.