ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის გავლის პროცესი ჯერ არ დაუწყია

რესპუბლიკურ საავადმყოფოს, საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის გავლის პროცესი ჯერ არ დაუწყია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის გავლის პროცესი ჯერ დაწყებული არ გახლავთ, ცოტა სხვა სტატუსი ჰქონდა დაწესებულებას. სანამ კონცეფციის წარდგენა არ მოხდებოდა, ძალიან ძნელი იქნებოდა აკრედიტაციის წარდგენაზე საუბარი“,- აღნიშნა სარჯველაძემ.
ინფორმაციისთვის, 2025 წლიდან სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება ევალებათ. კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის გავლა სავალდებულო ხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია