ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჯანდაცვის ზოგიერთი რეფორმა საჭიროებს მეთოდოლოგიურ კორექტირებას“ - სოსო ფხაკაძე

„ჯანდაცვის ზოგიერთი რეფორმა საჭიროებს მეთოდოლოგიურ კორექტირებას“ - ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრთან ჯანდაცვის ბიზნესის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მისივე თქმით არსებობს საერთო ამოცანა, რომ მოსახლეობას მიეწოდებოდეს უწყვეტი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისი.
"ზოგიერთი რეფორმა საჭიროებს მეთოდოლოგიურ კორექტირებას და ეს ახლა, სამუშაო პროცესია. ამიტომ, გვექნება ხშირი კომუნიკაცია და დისკუსია. საბოლოო ჯამში, ყველას გვაქვს ერთი ამოცანა, რომ მოსახლეობას მიეწოდებოდეს უწყვეტი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისი. ეს არის როგორც ჰოსპიტალური, ასევე ფარმაცევტული კუთხითაც" - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერი ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს დღეს შეხვდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.