ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ჯამში 49 ჯარიმა, 245,000 ლარი… ხოდა, გეტყვით, დღეს რას ვშვრები” – გოტა ჭანტურია

“ჯამში 49 ჯარიმა, 245,000 ლარი… ხოდა, გეტყვით, დღეს რას ვშვრები” – გოტა ჭანტურია

სამოქალაქო აქტივისტი, გოტა ჭანტურია:
“საპატრულოში ვარ, ისევ ჯარიმების ამბავზე. ჯამში 49 ჯარიმა, 245,000 ლარი. კონსულტანტი პოლიციელი დიდი თანაგრძნობით მეკითხება, რა უნდა ქნაო. ხოდა, მე გეტყვით დღეს რას ვშვები: აქედან ნინო დათაშვილის სასამართლოზე მივდიოდი, რომელიც გადადებულა. შემდეგ, ჯერ ერთი შეხვედრა წინააღმდეგობის საკითხზე, მერე — მეორე. 7 საათზე საზმაუსთან ვიკრიბებით. 8-ზე – კალაძის საარჩევნო შტაბთან. ბოლოს – მარში რუსთაველზე. ასე და ამაზე დატვირთული არის ყოველდღე. ყ ო ვ ე ლ დ ღ ე! დღეში 16-17-18 საათი. ბავშვების და ოჯახის ამბავს აღარ დავწერ. ამას იმიტომ ვწერ, რომ როცა ცვლილებები გვინდა, სხვანაირად არ გამოდის. სხვანაირად ისინი იმარჯვებენ. თან, რეალურად ჩვენ ორი ამოცანა გვაქვს, რაც კიდევ უფრო ართულებს საქმეს: პირველ რიგში, რეჟიმია დასამარცხებელი. თანაც ისე, მომავალში მსგავს ნაგავში რომ არ ამოვყოთ თავი. ამიტომ, ვისაც ეს რეალობა გესმით და საფრთხეებს იაზრებთ, მეტ აქტიურობას გთხოვდით. საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ რომ გავიმარჯვებთ!” — წერს გოტა ჭანტურია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.