“ჯადოსნური, მხიარული, ახალი წლის ემოციებით სავსე საღამოები გველოდება” – რა ღონისძიებები იგეგმება დედაქალაქში საახალწლო პერიოდში

15 დეკემბერს, 20:00 საათზე, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთება. 16 დეკემბერს კი, ორბელიანის მოედანზე და დედაენის ბაღში, საახალწლო სოფელი გაიხსნება. მოეწყობა ყინულის მოედანი.
პატარების განწყობაზე თოვლის ბაბუ, ანიმატორები და ზღაპრის გმირები იზრუნებენ. მოეწყობა სადეგუსტაციო და გასტრონომიული ტურები.
„საახალწლო სოფელში მოეწყობა გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი, ცხელი სასმელების ბარი, საშობაო ბაზარი, საახალწლო ქალაქის სახელოსნო და თეატრი, ფოტოზონები, საციგურაო ყინულის მოედანი, ოღონდ – ნამდვილი ყინულის მოედანი იქნება. იქნება ასევე თეატრალიზებული მსვლელობები, საბავშვო ვორკშოპები დ ა.შ. მთლიანობაში, ჯადოსნური, მხიარული, ახალი წლის ემოციებით სავსე 23 საღამო გველოდება,“ – აცხადებს თბილისის მერი .

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო