ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯაბა სამუშიამ თსუ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც უნივერსიტეტში კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერაზე, მის გაძლიერებაზე, ამ კუთხით არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, რექტორმა და ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს 2025 წელს დაგეგმილი კვლევითი ინსტიტუტების ავტორიზაცია/აკრედიტაციის და კვლევითი ინსტიტუტების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ინტეგრაციის განვითარების, აგრეთვე, ახალგაზრდა მეცნიერების, პოსტ-დოქტორანტების საუნივერსიტეტო სასწავლო პროცესში ჩართვის საკითხი.
„მომავალი წლიდან იგეგმება სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების ავტორიზაცია/აკრედიტაცია, რის შედეგადაც კვლევითი ინსტიტუტების ახალ მოდელს მივიღებთ. ჩვენი მიზანია, თსუ-ს შემადგენლობაში მყოფი კვლევითი ინსტიტუტები მომზადებული დახვდნენ ამ პროცესს, იქნება ეს ახალი, თანამედროვე პლატფორმების შემუშავება, თუ გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შეხვედრაზე აღნიშნა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში არსებულ კვლევით ინსტიტუტებს აქვთ ლაბორატორიები, სადაც ტარდება საერთაშორისო დონის კვლევები, მათ ჰყავთ არაერთი წამყვანი მეცნიერი და მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ გაიარონ პრაქტიკა ამ სივრცეებში.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საერთაშორისო ბაზებში სამეცნიერო სტატიების განთავსების ერთიანი პოლიტიკის შემუშავებასა და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების კონკურსში კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლების ჩართვაზე, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების ინტეგრაციას საუნივერსიტეტო სივრცეში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.