ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯაბა სამუშიამ აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასაგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე თსუ-ს რექტორმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მრჩეველთან სიმუზარ ფეიზულაევასთან, საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსთან თურალ აჰმადოვთან და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელთან ელჩინ მამედოვთან აზერბაიჯანულ უნივერსიტეტებთან და კვლევით დაწესებულებებთან ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით არსეულ გამოცდილებაზე; ამავე დროს, შეეხო სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსაც.
„ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს. თსუ-ში კავკასიოლოგიის კათედრაზე მოქმედებს როგორც აზერბაიჯანის ისტორიის, ასევე ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო პროგრამები. ჩვენ შეგვიძლია ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაფართოვოთ და მრავალფეროვანი გავხადოთ,“- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო გამოცდილებაზე და ურთიერთობის პერსპექტივებზე.
უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრაზე რექტორმა აზერბაიჯანელ კოლეგებს სამომავლოდ ერთობლივი სასწავლო პროგრამების შექმნა და უნივერსიტეტებს შორის გაცვლითი პროგრამების ამოქმედება შესთავაზა. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს, აგრეთვე, თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება უახლოეს მომავალისთვის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.