“ჯაბა კანკავას გარდაცვლილ დედას აგინებდნენ…”; “ეს უზრდელების ჯგუფი ბოლომდე თამაშზე იყო, არ გაიყვანეს” – რა მოხდა გორში

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღირსების ორდენის მფლობელს, ფეხბურთელს, საქართვეოოს თასის გამარჯვებულ ჯაბა კანკავას, შეურაცხყოფა მიაყენეს.
გიორგი ჟამერაშვილი
გუშინ გორში, დინამო თბილისის და გორის დილას მატჩში, გორელებს ჯაბა კანკავასთვის შეურაცხყოფა მიუყენებიათ.
მას ტრიბუნებიდან დედას აგინებდნენ, რომელიც ჯაბას გარდაცვლილი ყავს. ამ ფაქტმა რა თქმა უნდა ჯაბას შესაბამისი რეაქცია გამოიწვია და საბოლოოდ წითელი ბარათით ისევ ჯაბა დაზარალდა, თუმცა ჩვენ ზიდანის მაგალითი გვაჩვენებს იმას რომ ოჯახი ყველა ტიტულსა თუ მოგებაზე მაღლა დგას. სხვა ყველაფერს რომ გაეშვა, სირცხვილია როდესაც შენი ქვეყნის ლეგენდას ასე ექცევი.
სოლიდარობა და მხარდაჭერა ჩვენი ნაკრების ნამდვილ კაპიტანს, რომელიც პოზიციასაც მკაფიოდ აფიქსირებს და ორას დღიან მდუმარებაში არ არის.
ნუცა მახარაძე:
გუშინ, გორში, გორის დილასა და დინამოს შორის გამართულ თამაშზე, გორის დილას გულშემატკივართა რაღაც ჯგუფი მთელი თამაში მიზანმიმართულად აგინებდა ჯაბა კანკავას, ეს უზრდელების ჯგუფი ბოლომდე თამაშზე იყო, არ გაიყვანეს – ჯაბა კანკავას პოზიცია გახსოვთ ხომ?! ერთადერთი კაცი რომ აღმოჩნდა მთელს ქართულ საფეხბურთო სამყაროში, პირდაპირ და დაუფარავად რომ დააფიქსირა თავის სათქმელი?

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?