ჯაბა ზარქუა: სოლიდარობა ბათუმელ ექიმს! ადგილი უნდა იცოდეთ თქვენი (ჩინოვნიკებს მივმართავ)! ექიმის უფროსი არაა პარტმუშაკი!

ექიმი გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა:
ექიმის დანიშვნა-გათავისუფლება საერთოდ რატომ არის მინისტრთან რამენაირ კავშირში და მით უმეტეს მსგავსი რამის გამო, რის გამოც ბათუმში ემერჯენსის ექიმს უქმნიან პრობლემას?
ვინც არ იცით, ისტორია ასეთია – პაციენტი მიყავდაო 112-ს, ადგილი არ გვაქვსო ექიმმა, ოპერატორმა მინისტრის ბრძანებააო, ექიმმა მიუყვანე მინისტრსო.
მინისტრი რატომ აზის მსგავს ყოველდღიურ დიალოგებს ყურზე? ანონიმი-ნასედკა პაციენტების ინსტიტუტი არ გვაკმარეს, არა?
სოლიდარობა ბათუმელ ექიმს!
მინისტრი არ უნდა წყვეტდეს პირადი ემოციების საფუძველზე ვინ იმსახურებს მუშაობის უფლებას და ვინ არა – დაინგრა ეგ ქვეყანა რამდენიმე ათეული წელიწადია უკვე, რომელსაც მისტირით, სხვა დროში ხართ, ადგილი უნდა იცოდეთ თქვენი (ჩინოვნიკებს მივმართავ)! ექიმის უფროსი არაა პარტმუშაკი!

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულება საწამებელ ადგილად არის გადაქცეული – ხვდებით, ადამიანი ამას საჯაროდ რომ ამბობს, რამხელა ტრავმა აქვს? ამას უყვება მოსამართლეს, რომელსაც არანაირი რეაქცია არ აქვს

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?