ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ხშირად მქონია შემთხვევა, როცა ჩემი ნახატი ფოტოშოპი ჰგონებიათ" - 23 წლის მხატვარი ჰიპერრეალისტური ნამუშევრებით: როგორია ლაზარე გელაშვილის ისტორია?

· 32
"ხში­რად მქო­ნია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ფო­ტო­შო­პი ჰგო­ნე­ბი­ათ, სა­ნამ ცო­ცხლად არ ნა­ხავ­დნენ... შემ­დეგ იმ­ხე­ლა სიყ­ვა­რულ­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მო­ხა­ტავ­დნენ ჩემს მი­მართ. მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ წინ დიდი მო­მა­ვა­ლი მაქვს" - ამ­ბობს 23 წლის ლა­ზა­რე გე­ლაშ­ვი­ლი.
მისი მი­ზა­ნია გახ­დეს სა­უ­კე­თე­სო მხატ­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში და შემ­დეგ მსოფ­ლი­ო­ში, და ეს ყვე­ლა­ფე­რი სხვებ­საც გა­უ­ზი­ა­როს.. თვლის, რომ ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში (თი­თებ­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი) ვინც ჰი­პე­რრე­ა­ლიზ­მზე მუ­შა­ობს და უნდა, რომ უფრო ცნო­ბა­დი და მო­თხოვ­ნა­დი გახ­დეს...
- და­ვი­ბა­დე ქა­ლაქ რუს­თავ­ში 2000 წლის, 8 ივ­ნისს... ძა­ლი­ან ხა­ლი­სი­ა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო ბავ­შვო­ბა მქონ­და, ჩემს უსაყ­ვარ­ლეს მშობ­ლებ­თან და და-ძმებ­თან ერ­თად. მყავს ორი ძმა და და­ი­კო. ზა­ფხუ­ლო­ბით ჩავ­დი­ო­დი კა­ხეთ­ში, ბოდ­ბის­ხევ­ში ბე­ბი­ას­თან და პა­პას­თან, რო­მელ­თაც ჩემს აღ­ზრდა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვით. პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე წელი ჩემს უფ­როს ძმას­თან ერ­თად რუს­თა­ვის 22-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის შეც­ვლის შემ­დეგ გა­და­ვე­დი მე- 7 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, სა­დაც მე­ა­თე კლა­სამ­დე ვსწავ­ლობ­დი. ბოლო წლე­ბი გა­ვა­ტა­რე სკო­ლა "ლა­ზა­რე­ში"... სწავ­ლით დი­დად არ გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი, პი­რი­ქით, იყო საგ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ერ­თოდ ვერ ვსწავ­ლობ­დი და ძა­ლი­ან და­ბა­ლი ნიშ­ნე­ბი მქონ­და. ამ დროს გა­ტა­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ტან­ვარ­ჯი­შით, ხელ­ბურ­თით, შემ­დეგ ხაზ­ვით...

რო­გორც ყვე­ლა პა­ტა­რა მოს­წავ­ლე, მეც ყო­ველ გაკ­ვე­თილ­ზე ვჯღაბ­ნი­დი რვე­უ­ლის ბოლო ფურ­ცლებ­ზე და არა­ნა­ი­რი ხატ­ვის ნიჭი არ მე­ტყო­ბო­და. 15 წლის ასაკ­ში ღა­მით გა­დავ­წყვი­ტე და­მე­ხა­ტა პორ­ტრე­ტი. ძა­ლი­ან ბევ­რი ცდის შემ­დეგ, როცა არა­ფე­რი არ გა­მო­ვი­და დი­ლა­ად­რი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­მა და­ვი­ძი­ნე. ასე გაგ­რძელ­და რამ­დე­ნი­მე თვე, სა­ნამ ისე­თი ნა­ხა­ტი არ შევ­ქმე­ნი, რო­მე­ლიც მო­მე­წო­ნე­ბო­და და სხვებ­საც გა­ვუ­ზი­ა­რებ­დი შე­დეგს... აქე­დან და­ი­წყო ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი და ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ხატ­ვის მი­მართ. რამ­დე­ნი­მე წლი­ა­ნი ვარ­ჯი­შის შემ­დეგ ნა­ხა­ტის ფო­ტო­ე­ბი გან­ვა­თავ­სე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რა­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა... ბევ­რი მსურ­ვე­ლი მყავ­და, რომ და­მე­ხა­ტა. ავი­ღე შეკ­ვე­თე­ბიც, და­ვუ­მე­გობ­რდი ბევრ მხატ­ვარს, ამ დროს გა­მიჩ­ნდა იდე­აც, რომ ხატ­ვა პრო­ფე­სი­ად მექ­ცია და უკე­თე­სად შე­მეს­წავ­ლა.
- ანუ თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რი ხართ?
- ერთი წელი ვემ­ზა­დე­ბო­დი თბი­ლის­ში და შემ­დეგ სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში, არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე... სა­ბო­ლო­ოდ, არ­ქი­ტექ­ტუ­რას ხატ­ვა ვამ­ჯო­ბი­ნე.
- ცნო­ბი­ლე­ბი­დან პირ­ვე­ლად ვინ და­ხა­ტეთ?
- პირ­ვე­ლად მა­რი­ამ ელი­ეშ­ვი­ლის პორ­ტრე­ტი დავ­ხა­ტე. მა­რი­ა­მი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და­მი­მე­გობ­რდა, ერთი დღით ჩემი ნა­ხა­ტი პრო­ფი­ლის ფო­ტო­ზეც და­ა­ყე­ნა, ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავ­და, უფრო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, ცნო­ბა­დი გავ­ხდი. ძა­ლი­ან ბევ­რმა მომ­წე­რა და შე­მიკ­ვე­თა თა­ვი­სი პორ­ტრე­ტი და­სა­ხა­ტად...
- პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მხატ­ვრე­ბი რო­გორ აფა­სე­ბენ შენს ნა­მუ­შევ­რებს?
- ბევ­რმა პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა მხატ­ვარ­მა ნახა ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი, ზოგს ძა­ლი­ან მოს­წონს, ზოგი ამ­ბობს, რომ ეს ხე­ლოვ­ნე­ბა არ არის, რომ ფე­რებ­ში უნდა ვხა­ტო. თუმ­ცა ეს ჩემი არ­ჩე­ვა­ნია, მიყ­ვარს შავ-თეთ­რად მუ­შა­ო­ბა ფო­ტო­რე­ა­ლიზ­მზე და ვფიქ­რობ, რაც ადა­მი­ანს ბედ­ნი­ე­რე­ბას, სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს, ის უნდა გა­ა­კე­თოს. ამი­ტომ მეც იმას ვა­კე­თებ, რაც მომ­წონს და მიყ­ვარს, თუნ­დაც ეს ხე­ლოვ­ნე­ბად არ ჩა­მით­ვა­ლონ... ყვე­ლა სხვა­დას­ხვა რჩე­ვას მაძ­ლევს, ზოგი მე­უბ­ნე­ბა რომ მხატ­ვა­რი უნდა ფას­დე­ბო­დეს სა­კუ­თა­რი სტი­ლით და ემო­ცი­ე­ბით, რო­მე­ლიც ფე­რებ­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ შე­დევ­რს ისე ვერ შევ­ქმნი. ზოგს სხვა­დას­ხვა მხატ­ვრე­ბი მოჰ­ყავთ მა­გა­ლი­თად, რომ­ლე­ბიც ფე­რებ­ში ქმნიდ­ნენ შე­დევ­რებს, ზოგი ამ­ბობს იმას, რომ ნა­ხა­ტი არ უნდა ჰგავ­დეს ფო­ტოს.
- რო­გორც ვიცი, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბაც ბევ­რი ყო­ფი­ლა...
- და­დე­ბით შე­ფა­სე­ბა­ზე რო­დე­საც არის სა­უ­ბა­რი, ყო­ველ­თვის გა­მო­არ­ჩევ­დნენ ჩემს ასაკს, რომ ამ ასაკ­ში შევ­ძე­ლი ასე­თი რე­ა­ლიზ­მის შექ­მნა, ხში­რად მქო­ნია შემ­თხვე­ვა რო­დე­საც ფო­ტო­შო­პი ჰგო­ნე­ბი­ათ, სა­ნამ ცო­ცხლად არ ნა­ხავ­დნენ... შემ­დეგ იმ­ხე­ლა სიყ­ვა­რუ­ლის და პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მო­ხა­ტავ­დნენ ჩემს მი­მართ, მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ წინ დიდი მო­მა­ვა­ლი მაქვს...
- ისევ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პორ­ტრე­ტებ­ზე სა­უ­ბარს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ...
- მა­რი­ა­მის შემ­დეგ დავ­ხა­ტე თათა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, დავ­დე ერთ -ერთ ჯგუფ­ში, სა­დაც იმ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა, რომ თა­თამ­დეც მი­ვი­და ეს ამ­ბა­ვი და სა­კუ­თარ გვერ­დზეც გა­ა­ზი­ა­რა. ამ ამ­ბავ­მაც ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა. ძა­ლი­ან ბევ­რმა მომ­წე­რა და და­მი­მე­გობ­რდა...შემ­დეგ დავ­ხა­ტე ბაბი კირ­კი­ტა­ძე, ბა­ბის ნა­ხატ­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩემი მე­გო­ბა­რი იც­ნობ­და ბა­ბის ძმას და ასე ვა­ჩუ­ქე ნა­ხა­ტი. ინ­სტაგ­რამ­ზეც გვქონ­და მი­მო­წე­რა და მი­თხრა, რომ ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და გა­უ­ხარ­და.
- უფ­რო­სი თა­ო­ბის ცნო­ბილ პი­როვ­ნე­ბებს არ ხა­ტავთ?
- რამ­დე­ნი­მე წლის წინ დავ­ხა­ტე ილია მე­ო­რე უბ­რა­ლო ფან­ქრე­ბით, რო­მე­ლიც შემ­დეგ და­ბა­დე­ბის დღე­ზე აჩუ­ქეს ერთ ადა­მი­ანს. მსა­ხი­ო­ბე­ბი­დან და­ხა­ტუ­ლი მყავს ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე და ლე­ი­ლა ყი­ფი­ა­ნი...
- რო­გო­რია თქვე­ნი დღე­ვან­დე­ლო­ბა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?
- რუს­თავ­ში ხატ­ვას ვას­წავ­ლი, ბევ­რი მოს­წავ­ლე მყავს... ასე­ვე პა­რა­ლე­ლუ­რად ვი­ღებ შეკ­ვე­თებს და ეს არის ჩემი შე­მო­სავ­ლის წყა­რო. დრო­დად­რო, ერთი-ორი თვის შუ­ა­ლედ­ში ვხა­ტავ ერთ გა­მორ­ჩე­ულ ფო­ტოს და ვცდი­ლობ ცო­ტა­თი უკე­თე­სი დავ­ხა­ტო, ვიდ­რე ოდეს­მე და­მი­ხა­ტავს. ყო­ველ მომ­დევ­ნო ნა­მუ­შე­ვარ­ზე ვი­ყე­ნებ ახალ მა­სა­ლებს, რომ უფრო დიდი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა და­მიგ­როვ­დეს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვა­კე­თებ გა­თა­მა­შე­ბებს რომ ჩემი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბიც გა­ვა­ხა­რო, ყო­ველ გა­თა­მა­შე­ბა­ზე ვცდი­ლობ ახა­ლი რამ მო­ვი­ფიქ­რო. მა­გა­ლი­თად ბოლო ასე­თი გა­თა­მა­შე­ბა დღეს მქონ­და: ავარ­ჩიე ერთ-ერთი ფოტო და მთე­ლი ღამე ვხა­ტავ­დი გა­უ­ჩე­რებ­ლად რვა სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში.
რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს, ჩემი მი­ზა­ნია გავ­ხდე სა­უ­კე­თე­სო მხატ­ვა­რი (ჩემს მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ში) სა­ქარ­თვე­ლო­ში და შემ­დეგ მსოფ­ლი­ო­ში, და ეს ყვე­ლა­ფე­რი სხვებ­საც გა­ვუ­ზი­ა­რო, ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში (თი­თებ­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი) ვინც ჰი­პე­რრე­ა­ლიზ­მზე მუ­შა­ობს და მინ­და რომ უფრო ცნო­ბა­დი და მო­თხოვ­ნა­დი გახ­დეს. სა­მო­მავ­ლოდ და­გეგ­მი­ლი მაქვს გა­მო­ფე­ნე­ბის მო­წყო­ბა, უნდა შევ­ქმნა ისე­თი ნა­მუ­შევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემს მო­ფიქ­რე­ბულ იდე­ას, ემო­ცი­ას გად­მოს­ცემს და მინ­და ამით ვე­სა­უბ­რო ადა­მი­ა­ნებს.

არქივის შესახებპირველწყარო: newsco.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.